დუბაი

დუბაი პირველი ქალაქია, რომლის მთავრობაც ქაღალდს აღარ გამოიყენებს

დუბაის მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებული არცერთი წევრი და სერვისების არცერთი მომხმარებელი ტრანზაქციებისა თუ პროცედურებისთვის ქაღალდს აღარ გამოიყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს მათი პერსონალური სურვილი არაა.

"ამ მიღწევით იწყება ახალი ეტაპი დუბაის მოგზაურობისა, რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრების ყველა ასპექტის გაციფრულებას, ეს არის მოგზაურობა ინოვაციისკენ, კრეატიულობისკენ და მომავალზე ფოკუსირებისკენ". - თქვა დუბაის პრინცმა, შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედმა.

ქაღალდის ხმარებიდან ამოღების 5-ფაზიანი სტრატეგია დუბაიში 2018 წლიდან დაინერგა და 2021 წლისთვის დასრულდა. სტრატეგიის მიხედვით, 45 სამთავრობო უწყება მოიცავს დაახლოებით 1 800 ციფრულ სერვისს და 10 500-მდე საკვანძო ტრანზაქციას.

ამ ნაბიჯით დუბაიმ 336 მლნ ქაღალდის, 14 მილიონი საათის შრომის და 1.3 მილიარდი დირამის (350 მილიონი დოლარი) დაზოგვა შეძლო.

კომენტარები