კორცხელის ინციდენტი

მღებრიშვილი: სპორტსმენების დაკავების საფუძველი მე და გამოძიებას აღარ გვქონდა

ზედმეტი ემოციებისგან ყველა განთავისუფლდეს და დაელოდოს გამოძიებას. გამოძიებას თავისი პროცედურები აქვს. ჩემი განცხადების შემდგომ სპორტსმენები თვითონ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძველი მე და გამოძიებას აღარ გვქონდა. მიუხედავად ამისა, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დაველოდოთ გამოძიებას და ნუ შევქმნით აჟიოტაჟს არაფრის გამო.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კორცხელის ინციდენტზე.

კომენტარები