ის, რაც გუშინ არჩევნებზე მოხდა სამეგრელოში, მიუღებელია და ასეთი პრეცედენტები არ უნდა განმეორდეს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როცა არჩევნები ტარდებოდა ძალადობით. მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს, მოსახლეობამ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი. ვფიქრობთ, მომავალში სამართალდამცველების მეტი მობილიზაცია იქნება საჭირო, რათა ასეთი ინციდენტები არ გამეორდეს. რა თქმა უნდა, ინციდენტი უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ. სახელმწიფოს ღირსების საკითხი იქნება, რომ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველანაირი ძალადობის გარეშე, მშვიდობიან გარემოში მისცენ ხმა მათ რჩეულს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხი.
tbl.ge/1pe0
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოფელ კურცხელში გუშინ მომხდარ ინციდენტზე.
ამავე თემაზე
- გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში ოცნების კანდიდატმა ხმების 93,4% მიიღო
- ცესკო: 1-ელ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
- ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
- "ქართულმა ოცნებამ გააუმჯობესა 2021 წლის შედეგები" – კობახიძე რიგგარეშე არჩევნებს აჯამებს
- საია სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს