ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკის საკონტროლო პაკეტის ყიდვას Hunnewell Partners გეგმავს

ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკი იყიდება, მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი სავარაუდოდ კომპანია Hunnewell Partners გახდება. ბანკის შესყიდვით დაინტერესების შესახებ პირველი განცხადება Hunnewell Partners-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ გააკეთა. 

"ახლა ვუყურებთ ლიბერთი ბანკს, ეს ინფორმაციები უკვე არსებობს, ამიტომაც მათ არ ვმალავთ. იმედია, მალე მოვახერხებთ გამოცხადებას, რომ ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი ამ ბანკში", - ამბობს ირაკლი რუხაძე.

Hunnewell Partners სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

კომენტარები