BMG-სთან საუბრისას, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი აქვს და ამასთან ერთად, არ გამორიცხავს სხვა ბანკის შეძენასაც.
რუხაძის თქმით, მოლაპარაკებებს ლიბერთი ბანკის შესახებ აწარმოებს ბაზის ბანკთან და ორ სხვა ჯგუფთან, თუმცა ამჟამად გარიგებასთან "არსად ახლოს" არ არის.
"მოლაპარაკებებს ვადასტურებ, მაგრამ არსად ახლოს არ ვართ გარიგებასთან. "ბაზისბანკთან" მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ორი წლის წინაც ვესაუბრებოდით. გიდასტურებთ. ველაპარაკები "ბაზისბანკს" და კიდევ ორ სხვა კომპანიას.
სამი წლის განმავლობაში "ბაზისბანკს" უკვე მეორედ ველაპარაკებით; ამიტომ არაფერთან ახლოს არ ვართ, გარდა იმისა, რომ მთელმა თბილისმა დაიწყო ამაზე საუბარი. თუ რამესთან ახლოს მივედით, განცხადებას გავაკეთებთ.
როგორც იცით, ჩვენ (კომპანია "ჰანიველ პარტნერსი") ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია და 5 წლის შემდეგ ინვესტიციის გაკეთებიდან ჩვენი აქტივები ბაზარზე გამოგვაქვს. ამიტომ "ბაზის ბანკსაც" ველაპარაკები და სხვასაც; არ მინდა ახლა დასახელება, მაგრამ კიდევ ორი ჯგუფია, რომელიც "ლიბერთის" შეძენაზე გვესაუბრება [...] ერთი არაბული ჯგუფია და მეორე ევროპული. შარშან ერთ ევროპულ ბანკთან ახლოს მივედით გარიგებასთან, მაგრამ ბოლოში ვერ გავედით. კომპანიების ყიდვა და გაყიდვა ჩვენი ბიზნესია და მუდმივად რაღაცას ვყიდით ან რაღაცას ვყიდულობთ". - უთხრა რუხაძემ BMG-ის.