ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ფლავში მცხოვრები დააკავეს

radiotavisupleba.ge

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთისთვის ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, გორის რაიონის სოფელ ფლავის მკვიდრი, 14 მაისს დააკავეს, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი მხოლოდ დღეს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სასაზღვრო სამსახური ამჟამად განიხილავს მასალების სასამართლოსთვის გადაცემის საკითხს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებაც, რომ 11 მაისს დაკავებული საქართველოს 9 მოქალაქე საჩხერის რაიონიდან, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის გადახდის შემდეგ ოკუპრებული სამხრეთ ოსეთის ტერტორიიდან გააძევეს.

კომენტარები