აფეთქება სტამბოლში

სტამბოლში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

Anadolu Agency

თურქული მედიის ინფორმაციით, ღამით სტამბოლში, მალტეპეს რაიონში აფეთქება მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ბომბი ესტაკადის ქვეშ აფეთქდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

გასული წლიდან მოყოლებული თურქეთში არაერთი ტერაქტი მოხდა, რამაც მრავალი სიცოცხლე იმსხვერპლა. უკანასკნელი აფეთქება 12 მაისს, ასევე სტამბოლში მოხდა.

კომენტარები