საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1992 წელს დაბადებული ალექსანდრე ბ. დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულს მარიხუანას მოხმარების ფაქრი დაუდგინდა.
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას, 10 აბი „მეტადონი“ და 42 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 5,9226 გრამ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ალექსანდრე ბ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს" - აცხადებენ სამინისტროში.





