რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილი: პრობლემაა ქართულენოვანი მედია, რომელიც რუსული გავლენის ქვეშაა

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციას იღებს ქართული არხებიდან და არა რუსული საინფორმაციო საშუალებებიდან. ეს ასეა, რუსული საინფორმაციო საშუალებების პენეტრაცია ძალიან დაბალია, მაგრამ პრობლემა ჩვენ სხვა გვაქვს. ჩვენთან პრობლემა რუსულენოვანი მედია კი არაა, ქართულენოვანი მედიაა, რომელიც მთლიანად მოქცეულია რუსული გავლენის ქვეშ, თუ არ ჩავთვლით ისეთ გამონაკლისებს, როგორებიცაა რუსთავი 2 და ჩვენი პატარა ტელევიზია ტაბულა. დანარჩენი პატარა ტელევიზიებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ იმედი, მაესტრო, არაფერს აღარ ვამბობ ობიექტივსა და მათ ანასხლეტებზე, მთლიანად იმეორებს რუსულ ნარატივს. რაც შეეხება იმედს და მაესტროს, იქაც, მაგალითად, იმედზე იყო სიუჟეტი ამასწინათ, როგორი პოპულარულია რუსული არმია რუსეთში. რატომ? რატომ შეიძლება იმედის საინფორმაციო სამსახური დაინტერესებულიყო იმით, რომ რუსეთის არმია პოპულარულია რუსეთში. პირდაპირ გადმოთარგმნილი სიუჟეტია NTV-დან. მიმაჩნია, რომ უფრო მეტი აქტიურობით შეიძლება ამას პასუხი გაეცეს და სწორედ ამას ვგეგმავთ.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში რუსულ პროპაგანდაზე

კომენტარები