რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილი: მთავრობის არაეფექტურობა რუსული პროპაგანდისთვის ნიადაგს ქმნის

მთავრობის არაეფექტურობა არის პირველ რიგში, ჩვენს სივრცეში და მთავრობის წარუმატებლობა რუსული პროპაგანდისთვის ქმნის ნოყიერ ნიადაგს. ადამიანს როცა უჭირს და საჭმლის ფული არ აქვს, ყოველთვის უფრო მოწყვლადია ნებისმიერი გავლენის მიმართ. რატომ არის პოპულარული ის აზრი, რომ რუსეთში არის ჩვენი ეკონომიკის ხსნა? იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი ცხოვრობს სოფლად, ჭამს სოფლის მეურნეობით და თავს ირჩენს სოფლის მეურნეობით და მეხსიერება აქვს, რომ მანდარინი იქნებოდა, მწვანილი იქნებოდა თუ ვაშლი იქნებოდა, მიდიოდა და ყიდდა სადღაც, მოსკოვში იქნებოდა ეს თუ კრასნოდარში. ევროპის ბაზარზე ის არასოდეს არ არის ნამყოფი. შესაბამისად, ეს თუნდაც მემკვიდრეობითობით მეხსიერება - ახალგაზრდა ადამიანსაც ახსოვს, რომ რუსეთის ბაზარზე გადის ყველაფერი. ამიტომ არის ზუსტად კომპლექსურად და აქტიურად სამუშაო ამ ადამიანებთან.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში რუსულ პროპაგანდაზე

კომენტარები