Noble Partner 2016

ჯაჭვლიანი ამერიკულ წვრთნებზე: ჩვენი დიდი მეზობელი არ უნდა გააღიზიანო

საერთოდ, თუ რამე საფრთხის შემცველია, არაფერი არ უნდა ჩატარდეს. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვდიოდეთ - რა გვარგებს და რა იქნება ჩვენთვის ძალიან კარგი. მე, საერთოდ, ვემხრობი იმას, რომ უსაფრთხოებისთვის ძალიან კარგი იქნება, ისე მოვიქცეთ, რაც საფრთხის შემცველი არ იქნება. ვფიქრობ, რომ ისეთ დროს არ უნდა დაამთხვიო ქართულ-ამერიკული წვრთნები, რომ ჩვენი დიდი მეზობელი გააღიზიანო. რუსეთსაც უნდა ელაპარაკო, ევროპსაც უნდა ელაპარაკო, აფრიკასაც უნდა ელაპარაკო და უნდა ელაპარაკო ამერიკასაც. ყველას უნდა ელაპარაკო და შენი ინტერესებისთვის გამოიყენო ყველაფერი. ოკუპირებული როცა აქვს რუსეთს ჩვენი ტერიტორია, ამისთვის არსებობს დიალოგი, ამისთვის არსებობს საუბარი და არა ის, რომ ვიღაცას მოიყვან და დაიყენებ გვერდით, რა მაგარი ბიჭიაო. დიალოგის გარეშე არაფერი არ გადაწყვეტილა დედამიწის ზურგზე, ამიტომ დიალოგი, დიალოგი და დიალოგი! ალტერნატივა დიალოგს არა აქვს. ჟენევის ფორმატში არის დიალოგი, მაგრამ ამ 25 წლის განმავლობაში მე შედეგი ვერ დავინახე. დიალოგს შედეგი აქვს, მაგრამ გააჩნია, ვინ მონაწილეობს იმ დიალოგში. პირისპირ უნდა ისაუბრონ. მე რომ რაღაცა დამიშავოს, დავუშვათ, ჩემმა მეგობარმა სოსომ, მე სოსოს არ უნდა ველაპარაკო ვიღაცით, მე ყოველთვის უნდა ვეცადო, რომ სოსოს ველაპარაკო პირისპირ და უფრო კარგად გამოვა ყველაფერი.

უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი თამაზ მეჭიაურის განცხადების შესახებ. მეჭიაურმა კომენტარი Noble Partner 2016-თან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ამ სწავლებას შესაძლოა, საქართველო-რუსეთს შორის ვითარების დაძაბვა და 2008 წლის მსგავსი კონფლიქტი მოჰყვეს.

კომენტარები