Noble Partner 2016

ხიდაშელი მეჭიაურს: ამ ბატონისგან კატეგორიულად მოვითხოვ პასუხს

Getty Images

ქართულ-ამერიკულ სწავლება Noble Partner 2016-ს შესაძლოა, საქართველო-რუსეთს შორის ვითარების დაძაბვა და 2008 წლის მსგავსი კონფლიქტი შეიძლება მოჰყვეს, ასე ფიქრობს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის - ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ მეჭიაური. მეჭიაური იმასაც ამბობს, რომ იმ პირებმა ვინც საქართველოში წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს საკუთარი ოჯახები უცხოეთში უკვე გახიზნეს. მეჭიაურის ამ განცხადებას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქ პოსტით პასუხობს, ხიდაშელის თქმით, ის მეჭიაურისგან პასუხებს კატეგორიულად მოითხოვს.

"ეს ყველაფერი ძალიან მახინჯ ფორმას იღებს უკვე. არავითარი ვალდებულება აქ მაქვს ვიჯდე და ვისმინო აბდაუბდა. რამდენიმე წუთის წინ გავიგე ბატონ მეჭიაურს უბრძანებია მე ამ გადაწყვეტილების მიმღებებისგან განსხვავებით შვილები არ მყავს გახიზნული და ქვეყნის ბედი მაღელვებსო. ქვეყნის ბედზე, რუსულ არჩევანზე, შიშზე, ბაბაია დაუძახეზე სხვა დროს. ეს ამბავი პირველი რომ იყოს გავატარებდი ალბათ მაგრამ ამ ბატონისგან კატეგორიულად მოვითხოვ პასუხს სად და როდის გავხიზნე ჩემი შვილები, ან როცა მათ საფრთხე ემუქრეოდათ ის თავად სად იყო, რომელი ჩირგვის ძირში? მე ყველა გავაფრთხილე არავითარ კონეტქსტში არასოდეს ჩემი შვილები არ ახსენოთ პასუხს მოგთხვთთქო. ხოდა პატივცეულო მედია იქნებ გადასცეთ ჩემი კითხვა და დაჟინებით ითხოვოთ მისამართი!" - წერს თინა ხიდაშელი საკუთარ ფეისბუკში.

ქართულ-ამერიკული სწავლება Noble Partner 2016 ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე 11 მაისს იწყება. სწავლების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წვრთნები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარების გამწვავებას ემსახურება.

კომენტარები