Noble Partner 2016

რატიანი: მეჭიაურის განცხადება წვრთნებზე შემაშფოთებელია

სერგო რატიანი
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება. მეჭიაურმა კომენტარი Noble Partner 2016-თან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საქართველოში იმართება. მისი თქმით, ამ სწავლებას შესაძლოა, საქართველო-რუსეთს შორის ვითარების დაძაბვა და 2008 წლის მსგავსი კონფლიქტი მოჰყვეს. რატიანი დეპუტატის ნათქვამს შემაშფოთებელს უწოდებს.

"მეჭიაურის განცხადება არის შემაშფოთებელი, საზიანო საქართველოს სახელმწიფოსთვის. ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს. ეს არის ანტიდასავლური განცხადება", - თქვა რატიანმა.

კომენტარები