Noble Partner 2016

ზაქარეიშვილი: მეჭიაურის ნათქვამზე მნიშვნელოვანი "ქართული ოცნების" დუმილია

პაატა ზაქარეიშვილი
ტაბულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება. მეჭიაურმა კომენტარი Noble Partner 2016-თან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ამ სწავლებას შესაძლოა, საქართველო-რუსეთს შორის ვითარების დაძაბვა და 2008 წლის მსგავსი კონფლიქტი მოჰყვეს. 

პაატა ზაქარეიშვილი მეჭიაურის ნათქვამს გამორიცხავს.

"გამორიცხულია, ჩვენ ვიხილოთ 2008 წლის შესაბამისი მოვლენები იმიტომ, რომ ქართული მხარე არ აჰყვება პროვოკაციებს. რაც შეეხება მის შეფასებას, ეს ყოვლად მიუღებელია, რადგან შარშან, სწორედ ამ დროს ჩატარდა ამავე ტიპის წვრთნები და ადრეც ტარდებოდა, მაშინ რატომღაც ხმა არ ამოუღია ბატონ მეჭიაურს. ბატონი მეჭიაური თავისთავად მარტო როგორც ადამიანი, არაფერი არაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, პარტია ქართული ოცნება როგორ უყურებს ამას. ქართული ოცნების დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩვემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება", - თქვა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები