რუსეთი-საქართველო

ჯანელიძე: შესაბამისი გარემოებების შემთხვევაში შესაძლოა, ლავროვს შევხვდე

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ "შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. ამის შესახებ განცხადება მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში გააკეთა.

"შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, შეხვედრა შესაძლებელია, შედგეს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, ვცდილობთ, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის ფორმატები, რათა მოხერხდეს რუსეთთან დაძაბულობის ხარისხის შემცირება, მთავრობამ გაატაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, უზრუნველყოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილური გარემოს შექმნა, რათა გატარდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში", - ამბობს მიხეილ ჯანელიძე.

მინისტრმა დღეს განმარტა, რომ მისი ნათქვამი, უბრალოდ, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი იყო.

კომენტარები