9 მაისი

პუტინი 9 მაისს საქართველოს, აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ცალ-ცალკე ულოცავს

sputniknews.com

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. მილოცვაში საქართველოს, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ცალ-ცალკე არიან მოხსენიებული.

მილოცვაში პუტინი აღნიშნავს, რომ 9 მაისი გამარჯვების წმინდა დღესასწაულია, რომელიც მუდმივად დარჩება გმირობისა და ხალხთა ერთიანობის სიმბოლოდ, რომელმაც მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დაუშვებელია საერთო ისტორიის გადახედვა და წარსულის ტრაგიკული მოვლენების გამეორება. მილოცვის ბოლო ნაწილში კი პუტინი ომის ყველა ვეტერანს დიდ მადლობას უხდის.

კომენტარები