სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ვალერიან ა. თბილისში დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებით, ვალერიან ა.-ს ბუპრენორფინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 62 აბი და 16 ნატეხი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსი", 7 კაფსულა მეტადონის მარილი და კანაფის ფისის შემცველი 1.1882 გრამი ნარკოტიკი ამოიღეს",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყებისვე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.





