სეტყვა

ბაქრაძე ხელისუფლებას სეტყვით დაზარალებული ხალხის დახმარებისკენ მოუწოდებს

ტაბულა

გორის რაიონ სოფელ ძევერას მოსახლეობა სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხეხილის ბაღები და ნათესები სეტყვამ გაანადგურა, ადგილობრივი ხელისუფლება კი მოსახლეობის მდგომარეობით არ ინტერესდება. ძევერას მოსახლეობას დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე შეხვდა. ბაქრაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას ზარალის აღწერისა და მოსახლეობის დახმარებისაკენ მოუწოდებს.

"მე მინდა მოვუწოდო სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც და ადგილობრივ ხელისუფლებასაც, სასწრაფოდ მოხდეს ზარალის აღწერა, სასწრაფოდ შეიმუშაონ სქემა, რომლის მიხედვითაც ადამიანებზე გაიცემა ფინანსური კომპენსაცია. გარდა ამისა უსასყიდლოს დარიგდეს შხამ-ქიმიკატები იმისთვის, რომ ნარგავები მაინც გადარჩეს. ასევე ვაყენებ საკითხს იმაზეც, რომ სახელმწიფომ გასცეს ფინანსური საგარანტიო წერილები ბანკებთან, რომ მოხდეს დაზარალებული მოსალხეობისთვის ბანკის კრედიტების გადავადება."-ამბობს ბაქრაძე.

 

 

 

კომენტარები