სეტყვა

იტალიაში რეკორდული ზომის სეტყვა მოვიდა

The Guardian

იტალიის ქალაქ აძანო დეციმოში ევროპის ისტორიაში რეკორდული, 19 სმ. ზომის სეტყვა მოვიდა. 

აქამდე ყველაზე დიდი ზომის სეტყვა ასევე იტალიაში, ქალაქ კარმინიანო დი ბრენტაში, 2023 წლის 19 ივლისს, ანუ ორი კვირით ადრე მოვიდა. 

2023 წლის ივლისამდე ევროპის ტერიტორიაზე რეკორდული ზომის სეტყვა 2016 წელს, რუმინეთში მოვიდა. ახალი შედეგი ოდნავ ჩამოუვარდება მსოფლიო რეკორდს – 2010 წელს, სამხრეთ დაკოტას შტატში მოსულ 20.3 სანტიმეტრიან სეტყვას.

მეტეოროლოგების აზრით მიმდინარე კვირაში ევროპაში აგრილდება, კვირის მიწურულს კი ტემპერატურა სეზონისთვის დამახასიათებელ მაღალ გრადუსს დაუბრუნდება.

კომენტარები