ქალაქ რუსთავში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ცენტრალური გამზირი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ქუჩა დატბორა. დიდი რაოდენობით წყალი ქალაქის შესასვლელშივეა დაგროვილი, რაც ავტომანქანებს მოძრაობას ურთულებს. რამდენიმე უბანს ელექტროენერგია გაეთიშა. წვიმა და სეტყვა იყო საგარეჯოშიც - სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სეტყვა 10 წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ადგილობრივის მანქანა დააზიანა.
ზიანის კონკრეტული ოდენობა ჯერ უცნობია.