ბოტანიკური ბაღი

კომიტეტზე ბოტანიკური ბაღისა და 29ჰა ტერიტორიის გაყიდვის საკითხს განიხილავენ

ტაბულა

გარემოს დაცვის კომიტეტში ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებასა და 29ჰა მიწის ნაკვეთის გაყიდვის საკითხს განიხილავენ. სხდომას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ოპოზიციამ სხდომაზე მიიწვია გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რომელმაც მანამდე არაერთხელ თქვა, რომ დასწრებას არ აპირებს. კომიტეტზე მიწვეული არიან მერიის წარმომადგენლებიც.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი თბილისის მერ დავით ნარმანიას ურჩევს, საკრებულოში მივიდეს. როგორც ცნობილია, მერის საკრებულოში მისვლას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მოითხოვენ.

"ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგის და მეგობრის, დავით ნარმანიას პოზიციამ იმის თაობაზე, რომ ის დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. გავოცდი ასეთი განცხადების გამო. მინდა, ვთხოვო, ვურჩიო დავითს, რომ გაითვალისწინოს ბევრი რამ, თუ დეკემბრამდე ის არ მივა საკერბულოში, შესაძლოა, დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მხოლოდ საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია და ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს თუ პარლამენტს, მერები, მინისტრები, პრემიერმინისტრები, მაინცდამაინც დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ - ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი ისტორია. არ შევალ დეტალებში. ამიტომ, ყველა საკითხზე ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი", - თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები