ენერგიულად არ ვეთანხმები ამ სტატუსს და, აი, რატომ: ალბერ კამიუ წერდა იმის შესახებ, რა ტრაგედიაა, როცა ადამიანი ფუნქციად იქცევა და ადამიანობას კარგავს. მაგალითად, როცა მინისტრს მხოლოდ მინისტრის შესაბამისი ჰალსტუხი უნდა ეკეთოს, მინისტრის შესაბამისი მეგობრები უნდა ჰყავდეს, მინისტრის შესაბამისად უნდა იქცეოდეს. აი, კიდევ მისი ციტატა: "რა არის ბედნიერება, თუ არა ადამიანის არსისა და არსებობის თანხვდომა." პრემიერი, რომელიც თავის ადამიანურ შინაარსს ანიჭებს უპირატესობას, ფუნქციასთან შედარებით, არის დიდი ბედნიერება პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის.
tbl.ge/1944
დაკოპირდა
ასე ეხმაურება ჟურნალისტი ია ანთაძე ქალთა მოძრაობის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას სტატუსს Facebook-ზე პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შესახებ
ამავე თემაზე
- კობახიძე პრემიერის განცხადებაზე: გამგები გაიგებს
- NGO-ები სეკულარიზმზე: პრემიერმა თავი უნდა შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან
- ბესელია: სეკულარიზმზე პრემიერმა ძალიან საინტერესო, ფილოსოფიური განცხადება გააკეთა
- ბოკერია: ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს მყარად სეკულარული სახელმწიფო
- პატარაია: მუხლებზე დაცემული პრემიერი სეკულარიზმის კრიზისად მიმაჩნია