ერაყის კრიზისი

ერაყში მომხდარ აფეთქებებს 31 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა

Reuters

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ სამავაში მომხდარ აფეთქებებს მინიმუმ 31 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობები 2 მანქანაში იყო დამონტაჟებული. ერთ-ერთი დანაღმული მანქანა სამთავრობო ოფისებთან ახლოს იდგა, მეორე კი დაახლოებით 1.5 კმ-ის დაშორებით მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ცნობისთვის, გუშინ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ანტისამთავრობო აქციების მონაწილეები, ახალი მინისტრთა კაბინეტის მოთხოვნით, პარლამენტში შეიჭრნენ. დემონსტრანტები რადიკალი შიიტი ლიდერის, მუქტადა ალ-სადრის მხარდამჭერები იყვნენ. დღეს კი მათ პარლამენტის შენობა დატოვეს. ალ-სადრის თქმით, მათ აქციები იმიტომ შეაჩერეს, რომ შიიტი მომლოცველებისთვის ხელი არ შეეშალათ. მისი თქმით, კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის შესაცვლელად დაწყებული მათი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება.

კომენტარები