ერაყის კრიზისი

ერაყის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

http://www.huffingtonpost.com/

ერაყის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელიც პრემიერმინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ წარადგინა. საკვანძო ადგილებს მთავრობაში - საგარეო საქმეთა და ნავთობის მინისტრების თანამდებობებს, შიიტური თემის წარმომადგენლები დაიკავებენ. თუმცა, მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ სუნიტებიც და ქურთებიც.

ჯერჯერობით ვაკანტურია ძალოვანი მინისტრების პოსტები, მათ კანდიდატურებს მთავრობა ერთ კვირაში დაამტკიცებს. ახალი კაბინეტი შიიტი პრემიერის ნური ალ- მალიქის გადადგომის შემდეგ შეიქმნა. სამთავრობო კრიზისი ქვეყანაზე ისლამისტი ტერორისტების შეტევას დაემთხვა. 

კომენტარები