ცემა

საყურის ტარების გამო კიდევ ერთ მამაკაცს თავს დაესხნენ

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

საყურის ტარების გამო კიდევ ერთ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა გვიან ღამით გლდანში მოხდა.

ქუჩაში მოსიარულე სამი მამაკაციდან ერთს საყურე ეკეთა, რაც, მისი თქმით, თავდასხმის საბაბი გახდა. დაზარალებული ვინაობას არ ამხელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ფაქტი ტაბულას დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ თავდამსხმელის ვინაობა უკვე დადგენილია და გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საყურის ტარების გამო 25 წლის ნიკა ბერიძეს დღის სამ საათზე, ავტობუსის გაჩერებაზე, უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები