საქართველოსა და ჩვენი ხალხის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ბატონი საირუშ ვოლსკის დღევანდელი საქციელი საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს. ის, რასაც საირუშ ვოლსკი ამბობს, დღეს უკვე სატელევიზიო კომენტარებში, არის აბსოლუტური სიცრუე. მისი პირადი განწყობა, მისი პირადი პოზიცია და ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არ არის ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების ოფიციალური პოზიცია. რაც არ უნდა მოინდომოს ბატონმა საირუშ ვოლსკიმ და ასე, მისნაირად ანგაჟირებულმა ჩვენმა ოპონენტებმა, ისინი თავიანთ საწადელს ვერ მიაღწევენ
tbl.ge/16xm
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის სახალხო პარტიის წევრის, იაცეკ საირუშ ვოლსკის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე. საირუშ ვოლსკის თქმით, საქართველოში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ივანე მერაბიშვილი და გიგი უგულავა უნდა გათავისუფლდნენ. ამასთან, ვოლსკი საქართველოსგან "რუსთავი 2-თან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას" ელის.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




