IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს პაატა ბურჭულაძის პარტია იყრის, მას 12% დაუჭერს მხარს და მესამე ადგილას გავა. ამ შემთხვევაში, თავისუფალ დემოკრატები მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებენ.
როცა გამოკითხვისას, არჩევანს ბურჭულაძის პარტია და პარტია თავისუფალი საქართველო დაემატა - თავისუფალმა დემოკრატებმა დაკარგეს 3% და მასთან ერთად მესამე ადგილი, მათი რიცხვი კი, ვინც არავის აძლევდა ხმას - 3%-ით შემცირდა. ამ შემთხვევაში, ქართულმა ოცნებამ და ენმ-მ 2-2% პროცენტი დაკარგეს, პატრიოტთა ალიანსმა - 1%, ლეიბორისტულმა პარტიამ - 1%, ხოლო მათი რაოდენობა, ვისაც გადაწყვეტილი არ ჰქონდა ან უარს ამბობდა, დაესახელებინა - ვის აძლევდა ხმას, 1%-ით შემცირდა.
შედეგად, ბურჭულაძის პარტია მესამე ადგილზე მოხვდა ქართული ოცნებისა და ენმ-ის შემდეგ - 12%-ით, ხოლო კუკავას თავისუფალ საქართველოს 1% ერგო.
IRI-ის ახალი კვლევის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.





