საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანამახმად NATO-ში გაწევრიანებას 79 % ემხრობა, ევროკავშირში გაწევრიანებას კი 85 % უჭერს მხარს.
რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა 58% რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს, 53 % მომხრეა რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების ევროპული კურსის გაგრძელების პარალელურად, 23 % კი ევროპული პოლიტიკის უპირობო მომხრეა.
კითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა ევროკავშირთან ინტეგრაციაზე თუკი ამით თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება გამოკითხულთა 51 % უარყოფით პასუხს.





