საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი კეთილგანწყობა გამოკითხულებმა პაატა ბურჭულაძის მიმართ გამოხატეს - მის მიმართ კეთილგანწყობილია 75 %.
მეორე ადგილს 64 %-ით ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო იკავებს. შემდეგ პოზიციებზე ერთნაირი მაჩვენებლებით, 60%-ით თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არიან. პრემიერი კვირიკაშვილი მიმართ კეთილგანწყობას გამოკითხულთა 56 % გამოხატავს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მიმართ კი იგივე პოზიცია გამოკითხულთა 54 %-მა გამოხატა.
კვლევის შედეგები რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა.
IRI-ის კვლევა
IRI: გამოკითხულთა 75% პაატა ბურჭულაძის მიმართ კეთილგანწყობილია





