საყოველთაო დაზღვევა

საყოველთაო პროგრამიდან კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებს ამოიღებენ

დავით სერგეენკო
ტაბულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საყოველთაო ჯანდაცვის მიზნებთან აკავშირებით განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს. დავით სერგეენკოს თქმით, სამინისტრო განაახლებს საქართველოში კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა ბაზებს, რომელშიც 2013 წლის შემდეგ ცვლილებები არ შესულა და მათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოიღებენ. სერგეენკოს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით სხვადასხვა ტიპის კერძო დაზღვევით მოსახლეობის 15% ანუ 550 ათასი მოქალაქე სარგებლობს, ეს პირები კი, ბაზების განახლების შემდეგ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პროგრამა ამ ადამიანების ბაზიდან ამოღების შემდეგაც საყოველთაო იქნება, რადგანაც სახელმწიფოს მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევა მოქალაქეების 100%-ს ჰქონდეს, იმისდა მიუხედავად, ეს დაზღვევა კერძოა თუ სახელმწიფოს დაფინანსებული.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებათა შეტანის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მდიდარი ოჯახები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაზღვევით არ უნდა სარგებლობდნენ. თუმცა როგორც გაირკვა, ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო დაზღვევის მიზნობრიობას არა მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით, არამედ მათი კერძო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილეობით განსაზღვრავს.

კომენტარები