სამგორის რაიონში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი. მკვლელობის მოტივი და დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





