სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული დავით ნ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულის ჩხრეკისას 2,54 გრ მარიხუანა, 13,7375 გრ ბუპრენორფინის შემცველი 35 აბი და 10 შეკვრად დაფასოებული, 2,3030 გრ მეტადონი ამოიღეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები კიევში შეიძინა და საქართველოში სომხეთიდან უკანონოდ შემოიტანა", - აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა"ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





