NDI-ის კვლევა

კობახიძე: ჩვენი კვლევით, მეორე ადგილას მყოფ პარტიას რამდენჯერმე ვუსწრებთ

მე შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები არის მთლიანად აცდენილი რეალობას. ამას ადასტურებს პირველ რიგში შიდა კვლევები, რომლებსაც ჩვენ პერიოდულად ვატარებთ, ბოლოს ასეთი კვლევა რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენსა და მეორე ადგილას მყოფ პარტიას შორის განსხვავება არის ძალიან დიდი და მეორე ადგილზე მყოფ პოლიტიკურ გაერთიანებას რამდენჯერმე ვუსწრებთ. რაც შეეხება კვლევის სხვა დეტალებს, ამის გასაჯაროებაზე ვმსჯელობთ და არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ჩვენ დეტალურად დავდოთ ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ჩვენი კვლევის შედეგები. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები