2010 წელს კვლევის შედეგები მთლიანად იყო აცდენილი არჩევნების შედეგებს. 2012 წელსაც კატასტროფულად იყო აცდენილი კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს. იგივე იყო 2013-14 წლებში. ვერც ერთხელ ვერ მოახერხა NDI-მ, კვლევის შედეგების არჩევნების შედეგებისთვის დამთხვევა. არჩევნები ბოლოს გარდაბანში ჩატარდა, ის განიხილებოდა როგორც ერთგვარი სატესტო არჩევნები, აქ, მოგეხსენებათ, ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ დაიწყებოდა გარდაბანში ქართული ოცნების დასასრული, ჩვენ ვაცხადებდით, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებდით ამ არჩევნებში. ვისი პროგნოზი გამართლდა, ეს ჩანს. გარდაბნის არჩევნებში ჩვენი გამარჯვება იყო შედეგი იმისა, რომ ჩვენ რამდენჯერმე ვუსწრებთ მეორე ადგილზე მყოფ პოლიტიკურ გაერთიანებას და საზოგადოების ნდობა ქართული ოცნების მიმართ არის ძალიან მაღალი.
tbl.ge/1072
დაკოპირდა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე NDI-ის კვლევაზე.
ამავე თემაზე
- NDI: საქართველოს მოსახლეობის 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას
- NDI: 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს
- NDI: 58% არაა დარწმუნებული, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს
- NDI: გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა
- NDI: გამოკითხულთა 54% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 38% – ცუდად




