ქალთა უფლებები

ნადირაშვილი: ეკა გიგაურის ქმედება შემაშფოთებელი და ფარისევლურია

ჩემთვის შემაშფოთებელია, რომ, როდესაც ვთქვათ, ეკა გიგაურზე ან მის მსგავს ფიგურებზე უნდა იდგეს სამოქალაქო საზოგადოება, ასეთი ადამიანები თავს აძლევენ უფლებას, რომ მეუღლეს მოჰკითხონ პოზიცია მისი მეორე ნახევრის პოლიტიკური განცხადებების ან, უბრალოდ, გამოთქმული აზრის გამო. ეს არის შემაშფოთებელი, ეს არის წინდაუხედაობა და ფარისევლობა. ამბობ, რომ უნდა იყოს გენდერული თანასწორობა, სიტყვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც საქმე შენ გეხება, ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. პირველ პლანზე იწევს შენი ინტერესები და მზად ხარ, რომ მოიქცე ისე, როგორც გასულ საუკუნეებში - როცა ქალი ითვლებოდა, უბრალოდ, ქმრის გაგრძელებად. ეს შემაშფოთებელია და მიუღებელი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის TI-ის დირექტორის ეკა გიგაურის მიერ ერთიან ნაციონალურ მოძრაობისთვის ორმხრივ შეხვედრაზე უარის თქმაზე, თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook-პოსტის გამო.

კომენტარები