NDI-ის კვლევა

ვოლსკი: NDI პირდაპირ დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან

2012 წელს, NDI-ის კვლევების მიხედვით, 12% გვქონდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, პოლიტიკური NDI-ის არცერთი რეიტინგული გამოკითხვა არ შეიძლება, რეალურად მივიღოთ. საკმაოდ სერიოზული ჩრდილი მიადგა თავად NDI-ის იმის გამო, რომ ორგანიზაცია უკვე ათეული წელია, პირდაპირ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. უკვე რამდენი ხანია, ვერ გამოვიდა NDI იმ ჩრდილიდან, რომელიც მიაყენა ამ ორგანიზაციამ მის ავტორიტეტს საქართველოში, თუმცა ძალიან ბევრ დადებით პროგრამას ახორციელებს... NDI-ის კვლევები არაა საჭირო იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ ვიცოდეთ და თუნდაც იმის თაობაზე, რომ ადამიანებს, ჯერ კიდევ ძალიან ბევრს, განწყობა არ აქვთ, რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ან არ უნდათ, რომ დააფიქსირონ. ვფიქრობ, სახელმწიფო სტრუქტურებს საკმაო რესურსი აქვს იმისათვის, რომ სწორი სტრატეგიული ხედვის წარმატებაში დაარწმუნოს ამომრჩეველი.

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი NDI-ის კვლევაზე.

კომენტარები