ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. მათ, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს, ჰკითხეს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, რაზეც უმეტესობამ - 36%-მა უპასუხა, რომ არ იცის, პასუხზე უარი თქვა 13%-მა.
კოალიცია ქართული ოცნება 17%-მა დაასახელა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 14%-მა, თავისუფალი დემოკრატები 6%-მა, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი 3-3%-მა, ასევე 3%-მა სხვადასხვა პარტია.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
---
NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.





