მინდელი: ოფშორულ კომპანიებში თანხები დაფუძნებიდან ოთხი წლის შემდეგ განთავსდა

თვითონ შვეიცარიაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმადაც კი, მითითებულია, რომ დავით კეზერაშვილი 2008 წელს, გადადგომის შემდეგ, აფუძნებს კომპანიებს ოფშორში, არეგისტრირებს, მაგრამ მთავარი დეტალი, ხარვეზი არის თარგმანში - გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დაფუძნებიდან ათ დღეში განთავსდა თანხები, რაც არის სრული ტყუილი. თვითონ იგივე წყარო თანხების განთავსებაზე საუბრობს მხოლოდ 2012 წელს ანუ ოთხის წლის შემდეგ პერიოდზე. ხელისუფლებასთან მეტნაკლებად აფილირებულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ეს დამახინჯებული თარგმანი.

დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში პანამის დოკუმენტების შესახებ.

კომენტარები