NDI-ის ანგარიში

სერგეენკო: საკითხები, რომლებიც აწუხებს ხალხს, არჩევნებზე იქონიებს გავლენას

კვლევები ყოველთვის საყურადღებოა, ფორმატი შეიძლება, განსხვავებული იყოს. როდესაც მომეცემა საშუალება, რომ გავეცნო [NDI-ის კვლევის შედეგებს], მეტ კომენტარს გავაკეთებ, თუმცა, ახლა ხაზს გავუსვამდი იმას, რომ რამდენადაც ვიცი, ჯანდაცვის მიმართულებით ერთგვარად პოზიტიური შეხედულებაა საზოგადოებაში, რაც ბევრად მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ რეფორმები ეფექტურად განვავითაროთ. არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს საზოგადოების განწყობა. უფრო მეტიც, ეს არის საზოგადოების განწყობის პირდაპირპროპორციული. რა თქმა უნდა, ის საკითხები, რომელიც ადარდებს საზოგადოებას, არჩევნებზე უეჭველად იქონიებს გავლენას. ასევე, მრავალი ფაქტორი ამ 6 თვის განმავლობაში - რამდენად ეფექტურად გააგრძელებს მთავრობა მუშაობას, პარტიები რამდენად შეძლებენ ნათლად და გასაგებად წარუდგინონ თავისი წინასაარჩევნო პლატფორმები - იქნება განმსაზღვრელი არჩევნების შედეგებში.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო NDI-ის კვლევაზე.

კომენტარები