NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა უმეტესობის ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარამდეა

Shutterstock

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი ყოველთვიურად 400 ლარამდეა; 260 ლარამდეა 20%-სთვის, ხოლო 18%-სთვის 800 ლარამდე. არიან ისეთებიც, რომელთა ოჯახების შემოსავალი ყოველთვიურად 150 ლარამდეა.

კითხვაზე, რომელსაც NDI პირველად სვამს - მოულოდნელად 300 ლარი რომ დაგჭირდეთ, შეძლებთ თუ არა უპროცენტოდ სესხებას - რესპონდენტთა 65% უარყოფითად პასუხობს, 31% კი დადებითად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები