9 აპრილი

ბიბილაშვილი: ხელისუფლებაში ის ხალხია, ვინც 9 აპრილს დამოუკიდებლობას ებრძოდა

ნიშანდობლივია და ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა, რომ 9 აპრილის დროინდელი თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერები დღეს საიქიოსაა, ხოლო ადამიანები რომლებიც ებრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, ხელს უწყობდნენ საბჭოთა რეჟიმის შენარჩუნებას, ხელისუფლებაში არიან. ვიცით მაგალითად, რომ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე 9 აპრილის შემდეგ შევიდა კომპარტიაში და საბჭოთა კავშირის დანგრევამდე იქ იყო, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ცეკას ინსტრუქტორი იყო, როგორც ვიცით საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ამ თანამდებობაზე იყო, ნუგზარ ფოფხაძე -ადამიანი რომელიც კგბ-ს მაღალი რანგის თანამშრომელი იყო და მოუწოდება საბჭოთა ჯარებს ძალით გასწორებოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ეს ის ადამიანია რომელიც  დაკავშირებულია ქართული ოცნების ხელისუფლების განხორციელებასთან და ფარული ჩანაწერებით მანიპულაციასთან. ჩვენ გვმართავს ძალა, რომელზეც გვეგონა გავიმარჯვეთ, მაგრამ ბრძოლა დღესაც გრძელდება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

კომენტარები