დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იგივე იდეებისთვის, იგივე თავისუფლებისთვის, იგივე დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის. ჩვენ არასდროს არ უდნა დაგვავიწყდეს. უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით. ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს - ეს არის რუსეთი. ეს უნდა ვიცოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიყოთ სოლიდარული, ვიყოთ ჩვენი წარსულისა და ჩვენი ტრადიციების ღირსი, ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა.
tbl.ge/5yas
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
9 აპრილი9 აპრილის ტრაგედიასალომე ზურაბიშვილი33 წელი 9 აპრილიდანრუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიომი უკრაინაში
ამავე თემაზე
- ოპოზიციის ალიანსი: თავისუფლების დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი
- წილოსანი აქციაზე: მათი იქ ყოფნა და აგრესია არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან
- ოქრიაშვილი: თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არასდროს დასრულდება
- ჯაფარიძე: 9 აპრილს მაინც უნდა გავიაზროთ, რომ ვინც "აბა ომი გინდას" კითხულობს, გვწირავს
- ბოკერია: ბოროტება, რომელსაც მოქალაქეები შეეწირნენ, დღეს კვლავ საფრთხეს უქმნის თავისუფლებას




