Check-in Georgia

კონცერტებისთვის 29 მლნ ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ბილეთის ფასი კი 20-90 ლარი იქნება

CheckinGeorgia‎

ეროს რამაზოტის, ხოსე კარერასის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი 20 ლარიდან დაიწყება. მათი მაქსიმალური ღირებულება 90 ლარი იქნება. პროექტი Check-in Georgia საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ტარდება. 29 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდმა უნდა გამოყოს. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან. 

"ამ პროექტის დაფინანსება როგორც საბიუჯეტო, ისე კერძო სექტორიდან მოხდება. საბიუჯეტო სახსრები დღეისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 29 მილიონი ლარი. ასევე, ძალიან აქტიური მუშაობა მიდის კერძო სექტორთან, რათა სასპონსორო პაკეტები იყოს მოძიებული და პლუს, შემოსავალი ბილეთებიდან", - ამბობს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეროს რამაზოტის (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსის (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასის (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5-ის (7 ივნისი, ბათუმი) კონცერტების გარდა, Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს.

კომენტარები