ის ადამიანები, ვინც დღეს პარლამენტშია პარტია ქართული ოცნების სახელით, ეს გახლავთ ადამიანები, რომლებიც 2012 წელს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ აირჩია და შესაბამისად, მათ უნდა ვცეთ პატივი. 2012 წელს კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო - ადამიანების დიდ ნაწილს ეშინოდა აზრის დაფიქსირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში. ეს არიან ადამიანები, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, ეს გარისკა და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ეს იქნება დაფასებული. თუ ის ხვალ პარლამენტში არ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან იქნება დაიგნორებული. რა თქმა უნდა, ყველას ექნება შესაბამისი ფუნქცია. დასაქმება, რა თქმა უნდა, კომპეტენციის მიხედვით მოხდება. პარტიულ დასაქმებას ქართული ოცნება არ ახორციელებს.
tbl.ge/36x
დაკოპირდა

ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია