ვინ, რომელი ქვეყნიდან, რას გამოაგორებს, არავის არ შერჩება. ამაში მინდა, ყველა იყოს დარწმუნებული და პირდაპირ მივმართავ იმას, ვინც ამას აკეთებს - ამას არ აქვს ხანგრძლივობა დროის, სადაც არ უნდა წავიდეს, რამდენი ხანიც არ უნდა იმალებოდეს, ადრე თუ გვინ მაინც მოინახება ეს ადამიანი და პასუხს აგებს. ამ შემთხვევაში ვამბობ იმაზე, ვინც ტექნიკურად ჩაიდინა ეს დანაშაული. ვინც ავალებთ ამას, გაბნეულები არიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მყარი ეჭვი მაქვს, რომ მათზეა სწორედ და მათი ხელიდან არის ეს გამოსული. აუცილებლად იქნება მათი აღიარებები, როდესაც მოვა ამის დრო და ძალიან მალე მოვა. ყოველთვის ვერ იქნება გუბერნატორი ვერავინ და ვერც ვერავინ დაიმალება.





