ვიზალიბერალიზაცია

დოლი ვიზებზე: კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა დაიცვან

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ყოველთვის მივიჩნევდი, რომ საქართველოს აქვს უფლება და ვალდებულება, შეუერთდეს ევროკავშირს. ვხედავ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს განცხადებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სწორედ ჩვენი პარტია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა და მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გაწევრიანებისთვის. რაც შეეხება ვიზებს და იმას, რაც მე ვთქვი, მე გულწრფელი ადამიანი ვარ. მართალია, ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ წინაა საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე ევროპარლამენტის კენჭისყრა. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია. მე პირველი ვიქნები, ვინც ვიზალიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ მე არ მინდა იმედების გაცრუება. შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს პროცედურა გრძელდება, რაც ნორმალურია. ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. მანამდე კი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, ეს არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა. ამიტომაც ვარ აქ, რომ ადგილზე შევისწავლო სიტუაცია, განვიხილო ეს თემები ხელისუფლებასთან, ჩვენს პარტნიორ პარტიასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ვიმსჯელოთ როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ შეიძლება, დავაჩქაროთ პროცესები, რომ საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ, მეტი სარგებელი მიიღოს. სწორედ ესაა ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანიც

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი საქართველოშია.[რუსთავი 2-ის თარგმანი]

კომენტარები