ფარული კადრები

მეჭიაური: ზოგიერთი ვიდრე ქსოვას სწავლობდა, მე სექსი უკვე მოლეული მქონდა

არ ვარ იმ აზრზე რომ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სექსი. ზოგიერთი ვიდრე ქსოვას სწავლობდა მე ეს უკვე მოლეული მქონდა და არ მიტრაბახია არსად. და მერე არ დავიწყე გამდიდრება, როდესაც მდიდრულ სასახლეში გადავედი. ისე გამოდის, რომ მე თითქოს ვინმეს ვუკრძალავ რომ სექსი ჰქონდეთ. მე ვამბობ, რომ არის დევიდ პეტრეუსის მაგალითი, სულ რაღაც სამი წლის წინანდელი. ოთხვარსკვლავიანი გენერალი, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება და შეიძლება ყველაზე ღვაწლმოსილი გენერალიცაა. ეს კაცი გადააყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავის ბიოგრაფთან ჰქონდა რომანი. მოუდეს მიზეზი იმაზე, რომ მას ჰქონდა წვდომა საიდუმლოებებზე, რომელიც შეიძლება გამჟღავნებულიყო ამ ქალბატონის მიერ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე ტელეკომპანია პირველთან საუბარში.

კომენტარები