ფარული კადრები

კელი: აშშ-მა კადრების საქმეზე საქართველოს დახმარების გადაწყვეტილება მიიღო

ტაბულა

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ამბობს, რომ ამერიკულმა მხარემ ფარული ჩანაწერების საქმეზე საქართველოსგან დახმარების თხოვნა მიიღო, რასაც აშშ დათანხმდა. ელჩის შეფასებით, მსგავსი ფარული ჩანაწერების გავრცელე დესტრუქციული ქმედებაა და ის ქვყანაში დემოკრატიის განვითარებას აფერხებს.

"ფარული კადრების გავრცლება არის საშინელება. ეს არის დესტრუქციული პირადი ცხოვრების უფლებისთვის და დამაზიანებელია ქართული დემოკრატიისთვის. ვინც ამის უკან დგას, კარგად აქვს გააზრებული რასაც აკეთებს და ამით ცდილობს პოლიიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოს. ვიცით, რომ ეს შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობისთვისაც. ჩვენ მივიღეთ თხოვნა დახმარების შესახებ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მათ თხოვნას დადებითად ვუპასუხეთ და შევეცდებით დავეხმაროთ ქართულ მხარეს. ჩემი კოლეგები ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან მათთან, რადგან ფარული ვიდეო მასალების გავრცელების საფრთხე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფაქტებს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონდს, მითუმეტეს მაშინც, როდესაც შემოდგომაზე არჩცჩვნებია დანიშნული." - ამბობს იან კელი.

კომენტარები