პირადი კადრები

ფოფხაძე: თუ ცოდვების მიხედვით გადაწყდება, მე არ უნდა ვიყო საჯარო სივრცეში

იმის გარკვევა რომ დავიწყოთ - ვისზე არსებობს ვიდეომასალები, ვინ უნდა დატოვოს თანამდებობა და ვინ არა, არ ვეთანხმები. მგონია, რომ ის ტერორისტები მიზნად სწორედ მაგას ისახავენ. ტერორისტს არ უნდა ჩაუვარდეს ხელში და არ უნდა დაიწყოს საზოგადოების დაშანტაჟება. გულწრფელად გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაზიარებელი ქრისტიანი ვარ, ძალიან ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი. თუ ამ ცოდვების მიხედვით გადაწყდება ჩემი საჯარო სივრცეში ყოფნა-არყოფნა, ალბათ მე არ უნდა ვიყო საჯარო სივრცეში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე. მეჭიაურმა გუშინ თქვა, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ჩანაწერები არსებობობს, უნდა გადადგნენ.

კომენტარები