პირადი კადრები

კვაჭანტირაძე: მეჭიაურის განცხადებას კავშირი არ აქვს ჩვენს პოზიციასთან

გაოგნებული ვარ ბატონი მეჭიაურის განცხადებით. მგონი, მისი მხრიდან ეს არის აბსოლუტურად დაუფიქრებელი განცხადება. მას, მგონი, სულ სხვა რამის თქმა უნდოდა. მე არ ვცდილობ მისი განცხადების "გათეთრებას", მაგრამ ის ფორმა, რა ფორმითაც განცხადება გააკეთა, ჩემთვის გამაოგნებელია და ამას არავითარი კავშირი არ აქვს ჩვენს [ქართული ოცნების] პოლიტიკურ პოზიციასთან.

ნეტგაზეთის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე დეპუტატი თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე. მეჭიაურმა თქვა, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ჩანაწერები არსებობობს, უნდა გადადგნენ.

კომენტარები